Epipogium aphyllum Sw
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
Epipogium aphyllum Sw. – ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). საპროფიტი ფესურიანი მცენარეა, რომელიც მარჯნისებურადაა დატოტვილი. მცენარე 7-35 სმ სიმაღლისაა, შიშველი, ღერო ღია ყვითელი ფერისაა, წითელზოლებიანი. ფოთლები ქერცლისებურია. ყვავილედი მეჩხერია. ყვავილები თავდახრილია, მოყვითალო-თეთრი, ღია ყვითელი და მოწითალო-იისფერი ზოლებით. ტუჩი სამნაკვთიანია, მოწითალო-იისფერი მეჭეჭებით, დეზიც მოწითალო-იისფერია. ყვ. ნაყ. VI-VIII. საკმაოდ იშვიათი მცენარეა, რაც გამოწვეულია ინდივიდების რაოდენობის სიმცირით, აგრეთვე მცენარის გამრავლების დაბალი ინტენსივობით. იზრდება ჩრდილიან ტყეებში. ამ მცენარის ნახვა შესაძლებელია შუამთის მიდამოებში.