Cephalanthera longifolia Fritsch
Cephalanthera longifolia Fritsch - (Cephalanthera longifolia [L.] Fritsch.); ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). მრავალწლიანი, ფესურიანი მცენარეა. ფესურა მოკლეა. მცენარის სიმაღლე 20-40 სმ-ია, შიშველი, ღერო სწორია ან ოდნავ დაკლაკნილი, შეფოთლილი. ფოთლები დიდი ზომისაა, ზოგჯერ ღეროზე გრძელია. ლანცეტა ან ხაზურლანცეტა, სიგრძეზე დაკეცილი, ქვედა ფოთლები ღეროხვევია. ყვავილედი 3-15-ყვავილიანია. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები ლანცეტა–კვერცხისებურია, შიგნითა ფოთლები ელიფსურია. ტუჩი თეთრია და მისი წინა ნაკვთი ოქროსფერ-ყვითელი ლაქით არის დაფარული. ყვ. ნაყ. III-VI. კახეთში ეს მცენარე გავრცელებულია დაბლობიდან ზედა სარტყლამდე, დაჩრდილულ ტყეებსა და ბუჩქნარებში. მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ შაქრიანისა და თელავის მიდამოებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.