Asyneuma campanuloides Bornm
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
Asyneuma campanuloides [M. Bieb. ex Sims] Bornm. – ოჯახი: მაჩიტასებრნი (Campanilaxeae). ფესურიანი, მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შიშველი, მხოლოდ ფოთლის ქვედა მხარეა ძარღვების გაყოლებით შებუსული. ღერო სწორად მდგომია, ქვედა ნაწილი უხვად შეფოთლილი. 40-60 სმ სიმაღლისაა. ქვედა ფოთლები კვერცხისებურია, ბლაგვწვერიანი, თითქმის მჯდომარე. დანარჩენი ფოთლები მჯდომარეა, კვერცხისებური ან მოგრძო, ძირში ღერომხვევი. ყვავილედი მტევნისებური საგველაა. ქვედა ნაწილში მჯდომარე კონების სახე აქვს. გვირგვინის ფურცელი ლანცეტაა, იისფერი. ყვ. ნაყ. VII-VIII. გავრცელებულია სუბალპურ სარტყელში, მდელოებზე, მაღალ ბალახეულობაში, დეკიანებში, არყნარებში. კახეთის რეგიონისათვის საკმაოდ იშვიათი სახეობაა, მისი ნახვა შესაძლებელია ლაგოდეხისა და თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე.