Anemone caucasica Willd
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
Anemone caucasica Willd. Ex. Ruper. – ოჯახი: ბაიასებრნი (Ranunculaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით 5-20 სმ. მომრგვალო ან მოგრძო ტუბერისებური ფესურით. ღერო წვრილია, რამდენიმე ფესვთანური გრძელყუნწიანი ფოთლით. ფოთლის ფირფიტა ორმაგადაა სამნაკვთიან სეგმენტად გაყოფილი. თითოეული სეგმენტი მოკლეყუნწიანია ან მჯდომარე. ყვავილი გრძელყუნწიანია – ლურჯი, ცისფერი ან თეთრი. ყვავილსაფრის ფოთოლი – 8-10. ფორმით მოგრძო-ხაზურია ან ოვალური. ყვ. ნაყ. IV-V. კახეთში ფართოდ არის გავრცელებული ტყეებში, ტყის პირას, ბუჩქნარებში. საქართველოში გავრცელებულია თითქმის ყველგან – დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე.