Allium fuscoviolaceum Fom.
Allium fuscoviolaceum Fom.
მრავალწლოვანი მცენარეა, კვერცხისებრი, 0,75-1,5 სმ სისქის ბოლქვითა და 30-70 სმ სიმაღლის ღეროთი. 3-4 ვიწრო, ნახევრად ცილინდრული, თანდათანობით შევიწროებული, გლუვი ფოთლით. ქოლგა სფერულია, მრავალყვავილიანი; ყვავილსაფარი მეწამული.ყვ. VII-VIII; ნყ. VIII-IX.
ჩრდილო-ირანულ-ამიერკავკასიური სახეობაა; კლასიკური ადგილსამყოფელი სარიკამიში. ტიპი თბილისში (Гроссгейм, 1940). საერთო გავრცელება: ირანი.
კავკასია: იმიერკავკასია: დაღესტანი; აღმ. და სამხრ. ამიერკავკასია. (Гроссгейм, 1940; Фл. СССР, 1935).
საქართველოში გავრცელებულია: ქართლი, გარდაბანი (საქ.ფლორა, 1941; საქ. მც.სარკვ., 1969). თბილისის მიდამოებში გვხვდება ლისის ტბის მახლობლად.
იზრდება აბზინდიან-კორდიან მაღალ-მთიანეთის ველებზე, ღორღიან-წვრილმარცვლოვან სუბსტრატებზე; იშვიათად კორდიან და ბუჩქნარ-კორდიან ველებზე, მთის შუა სარტყლამდე.
თბილისის მიდამოებისათვის იშვიათია.