ჰეირონომია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰეირონომია − (ძვ. ბერძ χείρ — ხელი და νόμος — კანონი, წესი), გუნდის მართვის ძველებური მეთოდი: ხელების და თითების მოძრაობის, პირობითი ჟესტების, თავის მოძრაობის და მიმიკის მეშვეობით დირიჟორი (ქორმაისტერი) გუნდს მიუთითებდა მეტრს, რიტმს, მელოდიის მიმართულებას (აღმავალი, დამავალი). ჰეირონომია დაკავშირებული იყო ვოკალური მუსიკის „ნევმებით“ ჩაწერის სისტემასთან.