ჩახსაკრავი
ჩახსაკრავი - პაიჭზე შემოსაკრავი ბამბის, შალისა და აბრეშუმის ფერადი ან ჭრელით დამშვენებული ზონარი, ზოგჯერ მასზე რაიმე ფრთიანი გამოთქმა ან ლექსი იყო ამოქარგული მაგ., „ტანად ალვა, პირად მზე ვარ, მოსართმევი ვარ ლომისა“ ანდა „სალხინოთ მოხმარდეს ალექსი ზამუკაშვილს“.
ჩახსაკრავი იჭერს წვივზე მომდგარ პაიჭს ჩაცურებისაგან და ამავე დროს, გარკვეული სამშვენისის მოვალეობასაც ასრულებს. ოჯახში მიღებული იყო რძლისაგან მამამთილისა და მაზლებისათვის ლამაზი ჩახსაკრავების დამზადება, რაც ერთგვარი პატივისცემების ნიშანს წარმოადგენდა. წვივსაკრავისა და ლეკვერთხებისაგან განსხვავებით, რომლებთაც ტყავისაგანაც ამზადებდნენ, ჩახსაკრავი მხოლოდ აბრეშუმის ან შალისაგან მზადდებოდა. ჩახსაკრავები იქსოვებოდა „ფირფიტების ქსოვის“ ტექნიკით, რომელიც საქართველოში შემოსული უნდა იყოს ძველი შუამდინარეთის კულტურული სივრციდან.
სათაურის ტექსტი
ნ. აბესაძე, თბილისელი ფეიქრები, „მაცნე“, 1965, №5.