ლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლექსი – მეტყველების მარკირებული ფორმა, რომელიც უპირისპირდება მეტყველების არამარკირებულ ფორმას როგორც მეტყველების მაქსიმალურად ორგანიზებული ტექსტი (ნებისმიერი ხასიათისა, ზეპირი ან წერილობითი) მინიმალურად ორგანიზებულ (ნებისმიერი ხასიათის, ზეპირ ან წერილობით) ტექსტს. მეტყველებაში ენის გამოვლენის ამ ორი ფორმის ბინარული ოპოზიცია ასიმეტრიულია: არამარკირებული ფორმების სიხშირე გაცილებით მეტია მარკირებული ფორმების სიხშირეზე.

ლექსს, როგორც მეტყველების მარკირებულ ფორმას, აქეს ორი არსებითი მარკერი:
1. ტექსტის რიტმული ორგანიზაცია, რაც სხვადასხვა ტიპის ლექსთწყობაში მიიღწევა სხვადასხვა ხერხით (იზომორფულობით, ანუ იზოქრონიულობით, თანაბარმარცვლიანობით, მახვილთა ან ტონთა კანონზომიერი და რეგულარული გამეორებით, რიტმული გასაყარის ფაქტორით და ა. შ.);
2. ტექსტის კომპოზიციური ორგანიზაცია (რითმული ან ალიტერაციული სტრუქტურა).

მ. ქურდიანი


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები