ფორსტერიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფორსტერიტი (ინგლ. forsterite < გერმანელი მეცნიერის ა. ფორსტერის სახელის მიხედვით) – ოლივინის ჯგუფის მბზინავი მინერალი – მაგნიუმის სილიკატი. ფორმულა – Mg2SiO4; სიმკვრივე – 3275 კგ/მ3. იხსნება გოგირდმჟავაში. დედამიწაზე პრაქტიკულად ყველგან მოიპოვება. აღმოჩენილია მთვარეზე, ასტეროიდებსა და მეტეორიტებში. გამოიყენება ნედლეულად ცეცხლგამძლე აგურის დასამზადებლად. მის ძვირფას ნაირსახეობას (ქრიზოლიტს) წარმატებით მოიხმარენ საიუველირო საქმეში.