ფარნავაზ II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფარნავაზ II – ქართლის (იბერიის მეფე ძვ.წ. I საუკუნის 30-იან წლებში. ძვ. წ. 36 წელს მარკუს ანტონიუსმა რომაელთა ლაშქარი პუბლიუს კანიდიუს კრასუსის მეთაურობით იბერიაში გაგზავნა. კრასუსმა, დიონ კასიოსის ცნობით, დაამარცხა ქართლის მეფე ფარნავაზი, მოკავშირედ გაიხადა იგი და მასთან ერთად შეიჭრა ალბანეთში. აქ მათ ერთად დაამარცხეს მეფე ზობერი.

არსებობს რამდენიმე მოსაზრება ფარნავაზის პიროვნების შესახებ. სერგი გორგაძე და პავლე ინგოროყვა ფიქრობდნენ, რომ დიონ კასიოსის ნახსენები ფარნავაზ მეფე ლეონტი მროველის თხზულებაში შესულია ბრატმან/ბრაცმანის სახელით. პ. ინგოროყვა წერს, რომ სახელი ბრაცმანის სრული ვარიანტი უნდა იყოს ბრაცმან-ავაზ, იგივე ფარსმან-ავაზ. მისი აზრით, ქართულ ონომასტიკონში დამოწმებულია, რომ ერთსა და იმავე პირს მიემართებოდა სახელად როგორც ფარსმან-ავაზ (ბრაცმან-ავაზ), ისე ფარნავაზ.

გ. მელიქიშვილის აზრით კი ბრაცმანი და ფარნავაზი სხვადასხვა მეფეები იყვნენ.

წყარო

საქართველოს მეფეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები