უწყვეტი ფრონტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
უწყვეტი ფრონტი – დიდ სიგრძეზე გადაჭიმული თავდაცვითი ზღუდე, რომელიც დაკავებულია ჯარებით, ხოლო მათ შორის არსებული შუალედები დაფარულია არტილერიის, ტანკების, სასროლი და სხვა იარაღის ცეცხლით, აგრეთვე საინჟინრო ღობურებით.
უწყვეტი ფრონტის გაჩენა უკავშირდება პოზიციური თავდაცვითი ზღუდის შექმნას.