ურუგვაი
ურუგვაი (Uruguay – ურუგვაის აღმოსავლეთი რესპუბლიკა) – სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ქვეყანას სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანე.
ფართობი – 176,2 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 3,3 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – ესპანური.
დედაქალაქი – ქ. მონტევიდეო.
ადმინისტრაციულად იყოფა 19 დეპარტამენტად.
სახელმწიფოს და მთავრობის მეათაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – გენერალური ასამბლეა (ორპალატიანი პარლამენტი).
ურუგვაი დამოუკიდებელი რესპუბლიკაა 1828 წლიდან.
ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, მეცხოველეობის პროდუქციის მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი.
მთავარი საზღვაო პორტი და საერთაშორისო აეროპორტი – მონტევიდეო.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 24,6 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 16,2 ათ., სამხედრო-საჰაერო 2,9 ათ და სამხედრო-საზღვაო 5,5 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.