ტაჯიკეთი
ტაჯიკეთი (Tajikistan - ტაჯიკეთის რესპუბლიკა), სახელმწიფო შუა აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
ფართობი - 143,1 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 7,6 მლნ. კაცი (2012), აქედან 68% ტაჯიკები, 25% უზბეკები.
ოფიციალური ენა – ტაჯიკური.
დედაქალაქი - ქ. დუშანბე.
ადმინისტრაციულად იყოფა: 2 მხარედ, ერთ ავტონომიურ ოლქად და რესპუბლიკური დაქვემდებარების რამდენიმე რაიონად.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო – მეჯლისი ოლი (ერთპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი – მთავრობა.
თანამედროვე ტაჯიკეთმა, რომელიც შედიოდა სსრ კავშირში, დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წლის 9 სექტემბერს.
ტაჯიკეთი დსთ-ს წევრი ქვეყანაა. ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანა.
მრეწველობის საფუძველია: ფერადი მეტალურგია, სამთოდასამუშავებელი, ქიმიური, მსუბუქი და კვების მრეწველობა.
სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: ბამბის წარმოება, მეხილეობა, მეაბრეშუმეობა.
მსხვილი აეროპორტი - დუშანბე.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 8,8 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 8 ათ., სამხედრო-საჰაერო ძალები 0,8 ათ. შეიარაღებულ ფორმირებებში შედის სასაზღვრო ჯარები 1,2 ათ. და შინაგან საქმეთა 3,5 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.