საქონლის ბაზარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქონლის ბაზარი - (commodity market), მატერიალურ-ნივთობრივი პროდუქტების ყიდვა-გაყიდვის აქტების ერთობლიობა. საქონლის ბაზარი მოიცავს წარმოების საშუალებებისა (საწარმოს შენობა-ნაგებობების, მოწყობილობების, დანადგარების, ნედლეულის, სათბობისა და ა.შ.) და საბოლოო მოხმარების საგნების (როგორც ყოველდღიური, ისე ხანგრძლივი მოხმარების საგნების) ფართო სპექტრს და, შესაბამისად, იყოფა ცალკეულ, უფრო ვიწრო ბაზრებად.

საბოლოო მოხმარების საგნების ბაზარზე მოთხოვნის კონცენტრაციის დონე გაცილებით დაბალია, ვიდრე წარმოების საშუალებების ბაზარზე. სამაგიეროდ, პირველი ხასიათდება უფრო მაღალი მოთხოვნის ელასტიკურობით. ამასთან, საბოლოო მოხმარების საგნების ბაზარზე საქონლის რეალიზაციას ნაკლები შუალედური რგოლი სჭირდება, ვიდრე წარმოების საშუალებების ბაზარზე. საქონლის ბაზრის კონიუნქტურაზე აქტიურ ზემოქმედებას ახდენს ფასების დონე, ფულის მიმოქცევის მდგომარეობა, მოსახლეობის შემოსავლების დინამიკა, საბანკო პროცენტის დონე, დაკრედიტების რეჟიმი, დაბეგვრის ხასიათი, საინვესტიციო ბაზრის მდგომარეობა და სხვ. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე საგარეო-ეკონომიკურ ფაქტორს: საბაჟო პოლიტიკის ლიბერალიზაცია და უცხოური ინვესტირებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქონლის ბაზრის დეფიციტის დაძლევასა და ინფლაციის დონის დაქვეითებას.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები