პროსცენიუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პროსცენიუმი. სცენის ძირითადი ნაწილი ფარდის უკანაა

პროსცენიუმი –(ლათ. proscenium), პორტალის წინ არსებული სივრცე, მაყურებელთან ყველაზე ახლო მდებარე სცენის ნაწილი. ძველრომაულ თეატრში პროსცენიუმად იწოდებოდა მსახიობების სათამაშო მოედანი (რომელსაც ძველად ერქვა პულპიტუმი), განთავსებული სცენის (ბერძნ. სკენე) ნაგებობის წინ.

რომაულმა პროსცენიუმმა განვითარება ჰპოვა მე-16 საუკუნეში აღორძინების ეპოქის იტალიაში (თეატრი „ოლიმპიკო“ ვიცენჩეში, არქ. პ პალადიო). იტალიელმა არქიტექტორმა ს. სერლიომ, თავის ტრაქტატში არქიტექტურის შესახებ (1545) აღწერა სცენის სამი სახეობა, რითაც გადადგა პირველი ნაბიჯი რენესანსული სცენა-კოლოფის წარმოშობისკენ და პირველმა დაყო სცენა პლანებად. მე-16-17 სს. ინგლისში ვითარდებოდა პროსცენიუმის სრულიად სხვა ტიპი, გამოყოფილი სცენისგან არა პორტალური თაღით, არამედ გასახსნელი ფარდით ან უბრალოდ კოლონებით. ეს გაშლილი, მაყურებელთა დარბაზში ღრმად შეჭრილი პროსცენიუმი ინგლისურმა თეატრმა შეინარჩუნა მე-17-18 სს. ბოლომდე („დრური-ლეინი“ ლონდონში, 1663). იგი დღესაც შენარჩუნებულია შექსპირის მემორიალურ თეატრში სტრადფორდ-ონ-ეივონი (ინგლისი).




წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები