პერცეფცია (ენათმეცნიერება)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პერცეფცია (ლათ. perception – წარმოდგენა, აღქმა), (ფონეტ) სამეტყველო ბგერათა, როგორც მოცემული ენის ბგერათა აღქმა. ბგერათა აღქმისათვის მნიშვნელობა აქვს არა მარტო აღსაქმელ ბგერათა ფიზიკურ მახასიათებლებს, არამედ იმასაც, თუ რომელი ენობრივი კოლექტივის წარმომადგენელია მსმენელი, ვინაიდან მხოლოდ ფიზიკური მახასიათებლებით ფონეტიკური ერთეულის დადგენა შეუძლებელია. ყოველ ენაში გაირჩევა ისეთი ჟღერადობები, რომლებიც არსებითია ამ ენის სიტყვათა და წინადადებათა ფორმების შესადგენად და ერთმანეთისაგან გასარჩევად. ფიზიკური მახასიათებლების უზუსტესი აღწერაც კი არ იძლევა იმის საშუალებას, გავარკვიოთ, თუ რატომ მიიჩნევენ ერთსა და იმავე ბგერას სხვადასხვა ენის წარმომადგენლები სხვადასხვად, ანდა ამა თუ იმ ენის ორ სხვადასხვა ბგერას ერთ ბგერად (როგორც, მაგ., რუსები ან ინგლისელები – ქართული ჩ და ჭ ბგერებს). ამისათვის საჭირო ხდება იმის გათვალისწინება, თუ როგორ აფასებს ერთი და იმავე ბგერით მონაცემებს (სიგრძეს, სიძლიერეს, სპექტრს…) სხვადასხვა ფონემატური სმენა, სხვადასხვა ენის პერცეფციული ბაზისი.

ზ. ჯაფარიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები