პარლამენტიორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პარლამენტიორი – (ფრ. parlementaire, parler – სასაუბრო, ლაპარაკი) – პირი, რომელიც უფლებამოსილია აწარმოოს მოლაპარაკება ერთ-ერთი მეომარი მხარის სახელით მეორე მხარესთან.
პარლამენტიორის სტატუსი განსაზღვრულია 1907 წლის ჰააგის IV კონვენციის 32-ე მუხლით. იგი სარგებლობს ხელშეუხებლობის უფლებით, განმასხვავებელი ნიშანი, აუცილებელი ატრიბუტი – თეთრი დროშა.