ოძრხეს ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოძრხეს ციხე, ოძრახეს ციხე, „თამარის ციხე“ – ძველი ციხესიმაგრე (განვით. შუა სს.), ციხე-ქალაქი ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმნის სიახლოვეს, მდინარე კურცხანასხევის (აბასთუმნისწყლის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, კლდოვან შემაღლებაზე. სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა და კეტავდა ორ ხეობას – აბასთუმნისწყალსა და კურცხანას. ეჭირა ვრცელი ფართობი. ნაგებია ქვითკირით. შემორჩენილია ნანგრევები. სახელი უკავშირდება ლეგენდარული მამამთავრის – ოძრახოსის სახელს.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები