ომაინიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„ომანიანი" (წინანდლის მუზეუმი)

ომაინიანი, („ომანიანი“) – (XVII ს.) – აღმოსავლეთში გავრცელებული მიბაძვა–გაგრძელებათა ტიპის თხზულება, „ვეფხისტყაოსნის“ მიბაძვა-გაგრძელება. მასში მოთხრობილია ტარიელის ვაჟის სარიდანისა და თინათინის ასულის დაქორწინება, შემდეგ კი აღწერილია მათი მემკვიდრის ომაინის თავგადასავალი. სპარსული ხალხური დასთანების ქარგაზეა გამოყვანილი ომაინის გამიჯნურება: მას აუწერენ მისრეთის მეფის ასულის ბურნე-მელიქის სილამაზეს, მიზნის მიღწევამდე უამრავი საათი გადახდება თავს. თხზულება იწყება რუსთაველური შაირით, რომელსაც მცირე ხნით ენაცვლება პროზა; შემდეგ კვლავ მოდის დიდი პოეტური მონაკვეთი. მეორე ნაწილი მთლიანად პროზაა. ავტორი ერთგვარად იმართლებს თავს ამ უჩვეულო აღრევისათვის. პოეტური ნაწილი „ვეფხისტყაოსნის“ გავლენითაა დაწერილი, პროზა კი აშკარად ატარებს „ამირანდარეჯანიანის“, „შაჰ-ნამეს“ ქართული ვერსიებისა და სხვა ანალოგიური ჟანრის ძეგლთა მიბაძვის ნიშნებს. „ომაინიანი“ დაიწერა XVII საუკუნის დამდეგს. ძეგლშიც და არჩილთანაც ავტორის მხოლოდ სახელი იხსენიება — ქაიხოსრო. ზოგიერთი მკვლევარი მას აიგივებს ქაიხოსრო ომანის ძე ჩოლოყაშვილთან. ტექსტი გამოსცა გ. ჯაკობიამ 1937 წ.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები