ნიტროცემენტაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნიტროცემენტაცია (ბერძ. nítron სოდა და ძვ. ფრანგ. ciment საშენი ხსნარი, დუღაბი, ხის ფისი < ლათ. caementum სამტეხლოს ქვა, უხეში ქვა, დუღაბის მოსამზადებელი დამსხვრეული ქვა < caedere ჩეხა, პობა, ჭრა, დანამცეცება) – ფოლადისა და თუჯის ქიმიურ-თერმული დამუშავების სახეობა, რაც გამოიხატება ლითონის ზედაპირის დიფუზიურ გაჯერებაში აზოტითა და ნახშირბადით აირად გარემოში 500-700°C (დაბალტემპერატურული) ან 840-930°C (მაღალტემპერატურული) ტემპერატურის პირობებში. ამაღლებს ლითონის ცვეთა- და კოროზიამედეგობას, დაღლილობით და კონტაქტურ სიმტკიცეს. არსებობს იონური, ვაკუუმური, გაზური ნიტროცემენტაცია გამოიყენება მანქანათა დეტალების საიმედოობის გაზრდისათვის.