ნიდერლანდები
ნიდერლანდები - (Nederland – ნიდერლანდების სამეფო), სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში. ქვეყანას ჩრდილოეთით და დასავლეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთის ზღვა.
ფართობი - 41,5 ათ. კმ2.
მოსახლეობა - 16,6მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – ნიდერლანდური.
დედაქალაქი - ქ. ამსტერდამი.
მთავრობის რეზიდენცია - ჰააგა. ადმინისტრაციულად იყოფა 12 პროვინციად. მის მფლობელობაში შედის ვესტ-ინდოეთში მდებარე ანტილის კუნძულთა ჯგუფი. ნიდერლანდებში კონსტიტუციური მონარქიაა. სახელმწიფოს მეთაურია მეფე. საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს მეფეს და გენერალურ შტატებს (ორპალატიან პარლამენტს), აღმასრულებელი – მეფეს და მთავრობას. ნიდერლანდები ნატოს წევრი ქვეყანაა.
მაღალგანვითარებულია ინდუსტრიულ-აგრარული დარგები: მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, ლითონდამუშავება. სოფლის მეურნეობა – მეცხოველეობა. სამხედრო მრეწველობა აწარმოებს საავიაციო, ჯავშანსატანკო და სამხედრო-საზღვაო შეიარაღებას, საარტილერიო და ცეცხლსასროლ იარაღს, ტყვია-წამალს, რადიო-ელექტრონულ მოწყობილობას და სხვა.
მსხვილი საზღვაო პორტებია: - როტერდამი, ამსტერდამი.
საერთაშორისო აეროპორტი - ამსტერდამი (სხიპჰოლი).
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 37,3 ათ. კაცი (2012) სახმელეთო ჯარები 20 ათ., სამხედრო-საჰაერო 8,8 ათასი და სამხედრო-საზღვაო 8,5 ათ.. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.