დანია
დანია - (Danmark - დანიის სამეფო), სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში, იუტლანდიის ნახევარკუნძულსა და ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძულებზე.
ფართობი - 43 ათ. კმ2.
მოსახლეობა - 5,4 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – დანიური.
დედაქალაქი – ქ. კოპენჰაგენი.
ადმინისტრაციულად იყოფა 22 ამტად (ოლქად). დანიის შემადგენლობაში ავტონომიად შედიან კუნძული გრენლანდია და ფარერის კუნძულები.
დანიაში საკონსტიტუციო მონარქიაა.
სახელმწიფოს ხელმძღვანელობს მონარქი, საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს მონარქს და ფოლკეტინგს (ერთპალატიან პარლამენტს), აღმასრულებელი - მონარქს, რომლის სახელითაც მას ახორციელებს მთავრობა.
დანია ნატოს წევრი ქვეყანაა. განვითარებულია იდუსტრიულ-აგრაგული დარგი. ეკონომიკა ძირითადად ორიენტირებულია ექსპორტზე.
სამხედრო მრეწველობა სპეციალიზებულია სამხედრო ხომალდების და შეიარაღების ცალკეული სახეობების წარმოებაზე.
მთავარი საზღვაო პორტია - კოპენჰაგენი.
საერთაშორისო აეროპორტი - კასტრუპი (კოპენჰაგენი).
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 18,8 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 10,7 ათ., სამხედრო-საზღვაო 3,9 ათ. და სამხედრო-საჰაერო 4,2 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული ფორმით. გასამხედროებული მოხალისეთა ორგანიზაცია „ჰამვერი“, საერთო შემადგენლობით 53,5 ათ. კაცი (2012), რომელიც მხარს უჭერს ტერიტორიული თავდაცვის და შეიარაღებული ძალების ამოცანების გადაწყვეტას.