NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დონი

ქართული ანბანის მეოთხე ასო, მისი სახელია „დონი“; გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი მჟღერი ხშული ფონემისა. ასომთავრულში იწერებოდა Ծ. მისი მოხაზულობა წრისა და ხაზის კომბინაციაა, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს. ადრეულ ძეგლებში იგი ყელის გარეშე გეხედება. ნუსხური Ⴃ მარჯვნივაა გადახრილი და ზედა სამ ხაზშია მოთავსებული. მხედრულ დ-ს საყრდენი ფეხი აქვს და ოთხხაზოვანი სისტემის ქვედა სამ ხაზს შორის იწერება:

ძვ. ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ოთხს (4), ახ. ქართულში ჩამოთვლისას (ანბანის რიგის მიხედვით) აღნიშნავს მეოთხეს. ციფრობრივი ნუმერაციის დროს გამოიყენება ერთი და იმავე ნომრით აღნიშნული რამდენიმე საგნის, პუნქტის… განსასხვავებლად: მეხუთე პუნქტის დ მუხლი.


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

მოძიებულია „https://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php?title=%E1%83%93&oldid=217494“-დან
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები