გოგაშენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გოგაშენი – სოფელი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1700-1750 მ სიმაღლეზე, ქ. ახალქალაქიდან 30 კმ მანძილზე, საკრებულოს ცენტრი.

მიდამოები უტყეოა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 349. მათი უმეტესობა (99 %) ქართველია (2002).

სოფელში შემორჩენილია დარბაზული ტიპის ერდოიანი საცხოვრებელი სახლები. ფართოდ იყო გავრცელებული ვაზი ხარისთვალა თეთრი. ალ. ფრონელის გადმოცემით: „ხეხილის ბაღები მარტო მტკვრის ღრმა ხეობაშია. ხვნა-თესვის გარდა, მისდევენ ხეხილის გაშენებას ხიზაბავრელები, საროელები და ხერთვისელები. ვარძიის პირდაპირ მდებარე ქართული სოფლები აფნია და გოგაშენიც მისდევენ ამ საქმეს, მაგრამ ნაკლებად. სარგებლობას დიდს ვერაფერს ხედავენ, უფრო გულს აყოლებენ და ხიზაბავრაში (მართლმადიდებელი და კათოლიკე ქართველები) ვენახებიც აქვთ”.


წყრო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები