ხარისთვალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხარისთვალა − შავი, თეთრი, ვარდისფერი ვაზის ჯიშის ფართოდ მიღებული სახელწოდება იყო, რომელიც მცირე ოდენი ნარგავების სახით საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გვხვდებოდა. აჭარის გარდა იგი განსაკუთრებით ცნობილი იყო სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ, ასპინძის რაიონში, სამეგრელოში, იმერეთში, რაჭაში, ქართლ-კახეთში. გავრცელებული იყო როგორც თეთრყურძნიანი, ისე წითელყურძნიანი ხარისთვალა. ხარისთვალასაგან კარგი და გამძლე სუფრის ღვინო დგებოდა.

აჭარაში წარმოდგენილი ხარისთვალა ამპელოგრაფიული ნიშნებით და სამეურნეო ღირებულებით საქართველოს სხვა კუთხეში არსებულ ხარისთვალას ჯიშებისაგან მკვეთრად განსხვავდებოდა. აჭარული ხარისთვალა მცირეოდენი ნარგავების სახით მაღლარად ქედისა და ხულოს რაიონებში − სოფელ ვაიოში, სიხალიძეებში, ფურტიოში, ჩაოსა და, საკუთრივ, ხულოს მიდამოებში იყო განვითარებული. მას ცილინდრულ-კონუსისებური, ცალფრთიანი და ხშირად განტოტვილი თხელი მტევანი ახასითებდა, სქელკანიანი და ნაკლებ წვნიანი, უფრო ხორციანი იყო. ვაზის მოსავლიანობა უშუალოდ ამინდის პირობებზე იყო დამოკიდებული. აჭარული ხარისთვალა მართალია სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნოდა, მაგრამ ყურძნის გემური თვისებებით და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით იგი სუფრის ყურძნისადმი წაყენებულ მოთხოვნილებას სრულად ვერ აკმაყოფილებდა.


ლიტერატურა

რამიშვილი, 1948

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები