გვინეა-ბისაუ
გვინეა-ბისაუ - (Guine-Bissau - რესპუბლიკა გვინეა-ბისაუ), სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში დასავლეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, ჩრდილოეთით - სენეგალი, სამხრეთ-აღმოსავლეთით - გვინეა.
ფართობი - 36,1 ათ. კმ2.
მოსახლეობა - 1,6 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა - პორტუგალიური.
დედაქალაქი - ქ. ბისაუ.
ადმინისტრაციულად იყოფა ავტონომიურ სექტორად ბისაუ და 8 ოლქად.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო - ეროვნული სახალხო კრება (ერთპალატიანი პარლამენტი).
დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1973 წლის 24 სექტემბერს.
გვინეა-ბისაუ აგრარული ქვეყანაა, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებული სახელმწიფო.
საზღვაო პორტებია: ბისაუ, კაშეუ, კატიო;
საერთაშორისო აეროპორტი - ბისაუ.
შეიარაღებული ძალები საერთო რაოდენობით 4,9 ათ. კაცი (2012), გაერთიანებულია სახმელეთო ჯარები, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალები.
2010 წლის 1 აპრილს მოხდა პუტჩი. მიმდინარეობს შეიარაღებული ძალების რეფორმა