ბეტონის ფორიანობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბეტონის ფორიანობა – ბეტონის მასის ფორებით შევსების ხარისხი, ანუ ბეტონის მოცულობის რა ნაწილია დაკავებული ფორებით. განპირობებულია ნარევში თავისუფალი წყლისა და ჰაერის არსებობით, რაც უზრუნველყოფს სიმტკიცის შემცირებას, განსაკუთრებით ცემენტის ქვისა და შემვსების მარცვლების საზღვარზე. ბეტონის ფორიანობა მით მეტია, რაც მეტია წყლის ხარჯი 1 მ3 ბეტონზე და რაც უფრო დაბალია ბეტონის ნარევის შემკვრივების ხარისხი. რა სიმკვრივისაც არ უნდა იყოს ბეტონი, მასში ყოველთვის არის ფორები.