ბეტონის სიმკვრივე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეტონის სიმკვრივე

  1. ბეტონის უმნიშვნელოვანესი თვისება, რომელიც დიდ გავლენას ახდენს მის სიმტკიცეზე, დეფორმაციაზე, თბოგამტარობაზე, ყინვამედეგობაზე, წყალუჟონადობასა და სხვ. ბეტონის ნარევსა და გამაგრებულ ბეტონის სიმკვრივეებს შორის საკმაო განსხვავება არსებობს. ბეტონის ნარევი შეიძლება ჩაითვალოს სრულიად მკვრივად, თუ იგი სწორადაა გაანგარიშებული, მჭიდროდაა ჩაწყობილი და არ შეიცავს ჰაერს. ბეტონის ნარევის სიმკვრივის ხარისხი ფასდება Kსიმკ = γნ/γს, კოეფიციენტით, სადაც γ და γ – ბეტონის ნარევის ნამდვილი და საანგარიშო სიმკვრივე. ჩვეულებრივ ცდილობენ, რომ სიმკვრივის კოეფიციენტი იყოს Kსიმკ = 1, მაგრამ ბეტონის ნარევში ჰაერის ჩათრევისა და სხვა ფაქტორების გავლენით ხშირად Kსიმკ = 0,96-0,98. გამაგრებულ ბეტონში წყლის ნაწილი ქიმიურადაა დაკავშირებული ცემენტთან, დარჩენილი ე.წ. თავისუფალი წყალი რჩება ფორებში ან აორთქლდება, ამიტომ ბეტონი არასდროს არ არის აბსოლუტურად მკვრივი. ექსპერიმენტული კვლევებით დადგენილია, რომ 28 დღის ბეტონის მაღალი სიმკვრივე შეადგენს 85-90%, საშუალო – 75-85%, ხოლო დაბალი – 75%-ზე ნაკლებს. ბეტონის სიმკვრივის გაზრდა შეიძლება შემვსების გრანულომეტრული შედგენილობის სწორი შერჩევით, რომელიც შეამცირებს სიცარიელეს მათ შორის, რაც ცემენტის ხარჯის შემცირების საშუალებას მოგვცემს. სიმკვრივის გასაზრდელად უმჯობესია მაღალი სიმტკიცის (პორტლანდცემენტი, თიხამიწოვანი და შეუკლები ცემენტი) ან დიდი აბსოლუტური მოცულობის (პუცოლანური პორტლანდცემეტი) ცემენტის გამოყენება. გარდა აღნიშნულისა, ბეტონის სიმკვრივის გაზრდა სხვა გზებითაც შეიძლება, მაგ.: წყალცემენტის ფარდობის შემცირებით (მიიღწევა პლასტიფიკატორების გამოყენებით), ცემენტის მარკის გაზრდით, ბეტონის ნარევის ვიბრირებით, ცენტრიფუგირებით, დაწნეხითა და სხვა მექანიკური მეთოდით. ევრონორმების (EN 12390-7) მიხედვით ბეტონის სიმკვრივე განისაზღვრება გამომშრალ მდგომარეობაში (რიცხვითი მნიშვნელობები იხ. „ბეტონების კლასიფიკაცია“). თუ ბეტონის სიმკვრივე წინასწარაა მოცემული, მაშინ მისი გადახრა მოცემული მნიშვნელობიდან უნდა იყოს ±100 კგ/მ3-ის ფარგლებში;
  2. ბეტონის მახასიათებელი, რომელიც ტოლია მისი მასის ფარდობისა მოცულობასთან. რეგლამენტირება ხდება ბეტონის საშუალო სიმკვრივის D მარკის მიხედვით.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები