ბეტონის ფორიანობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეტონის ფორიანობაბეტონის მასის ფორებით შევსების ხარისხი, ანუ ბეტონის მოცულობის რა ნაწილია დაკავებული ფორებით. განპირობებულია ნარევში თავისუფალი წყლისა და ჰაერის არსებობით, რაც უზრუნველყოფს სიმტკიცის შემცირებას, განსაკუთრებით ცემენტის ქვისა და შემვსების მარცვლების საზღვარზე. ბეტონის ფორიანობა მით მეტია, რაც მეტია წყლის ხარჯი 1 მ3 ბეტონზე და რაც უფრო დაბალია ბეტონის ნარევის შემკვრივების ხარისხი. რა სიმკვრივისაც არ უნდა იყოს ბეტონი, მასში ყოველთვის არის ფორები.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები