ბაკურიანისწყალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბაკურიანისწყალი – მდინარე საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე გუჯარეთისწყლის მარცხენა შენაკადი. სიგრძეა 17 კმ, ფართობი – 44 კმ2. სათავე აქვს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, საყველოს მთისა და ცხრაწყაროს უღელტეხილის მახლობლად. გაზაფხულზე იცის წყალდიდობა. ხეობის განიერ ნაწილში გაშენებულია კურორტი ბაკურიანი.