აქსიალური ვექტორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აქსიალური ვექტორი (ღერძული ვექტორი) – ვექტორი, რომლის მიმართულება იცვლება კოორდინატთა მარჯვენა სისტემიდან მარცხენაზე გადასვლისას ან მარცხენიდან მარჯვენაზე გადასვლისას. ასეთ ვექტორს აგრეთვე ფსევდოვექტორს უწოდებენ. აქსიალური ვექტორების მაგალითებია: ორი ვექტორის ვექტორული ნამრავლი; ვექტორული კუთხური სიჩქარე.