არქიტექტურული ნატეხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არქიტექტურული ნატეხის ძირითადი სახეები: 1-პლინთი; 2-ლილვი; 3-მეოთხედი ლილვი; 4-ფოსო; 5-ბატიყელა; 6-ქუსლი

არქიტექტურული ნატეხი – არქიტექტურული ელემენტი, განსხვავებული განივი კვეთის – პროფილის მიხედვით, განთავსებული ჰორიზონტალურად (ცოკოლი, კარნიზი, კოლონის ბაზა), დახრილად (ფრონტონების კარნიზი), მრუდწირულად (კამარის არქივოლტი, ნერვიურა) ან ტეხილად (პორტალების და ფანჯრების მოჩარჩოება).

არქიტექტურული ნატეხი, ფართოდ გავრცელებული ორდერულ არქიტექტურაში, ემსახურებოდა შენობის არქიტექტურული დეკორის და მხატვრული გამომსახველობის ტექტონიკური საფუძვლების გაძლიერებას. ის პირველად გამოყენებული იყო ძველ საბერძნეთში, იქედან გავრცელდა ძველ რომში, შემდეგ კი აღორძინების ეპოქაში, ფეხი მოიკიდა ევროპაშიც. თანამედროვე არქიტექტურაში არქიტექტურული ნატეხის ნაცვლად, ხის, პლასტმასის, ლითონისა და ბეტონის კონსტრუქციულ ელემენტებში დამკვიდრდა ტერმინი „პროფილი”. არსებობს არქიტექტურული ნატეხის მრავალი სახეობა.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები