ჰუნან-აიული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰუნან-აჲულ-ი და დონენ-აჲულ-ი (ყალ. ჰунан-Аюл – „ოთხწლიანი აჲული“, Донен-Аюл – „სამწლიანი აჲული“) – ყალმუხური ეპოსის სართ-ყალმუხური ვერსიის მითოლოგიური პერსონჟები – მანგასი ძმები – ჯანჰარის ანტაგონისტები. ისარგებლეს რა იმით, რომ ჯანჰარს შუბის ტარი გაუტყდა და ბრძოლა ვერ შეეძლო, მისი ქვეშევრდომების ნახევარი გაიტაცეს. ჯანჰარის მიერ შეიარაღებულმა ხონგორმა აღმოსავლეთისკენ გასწია და მაშინ, როდესაც ჰუნან-აჲული და დონენ-აჲული ღრმა ძილში იყვნენ, მათი ქვეშევრდომების ნაწილი შეიპყრო, თან საქონელიც გამოირეკა და უკან დაბრუნდა; ერთი დღე-ღამეც არ უვლია, რომ მანგასი ძმები თავს დაესხნენ; დონენ-აჲულმა მოზიდა თავისი მოედნის სიფართის მშვილდი და ხონგორს ბეჭებს შორის გაარჭო ლურჯი ისარი, რომლის ამოღება მხოლოდ ჯანჰარის ცოლმა – ჰერელ-ხათანმა – შეძლო.


ლიტერატურა

Басангова Т. Г. Сарт-калмыцкая версия „Джангара“ (текст, основные мотивы) // Электронный информационный журнал „новые исследования Тувы“. № 4, 2011.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები