ჰერელ-ხათანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰერელ-ხათან-ი (ყალ. hерел хатң) – სართ-ყალმუხური ეპოსის ცენტრალური პერსონაჟის – ჯანჰარის – ცოლი – აჭრილი ხონგორის მხსნელი. მანგასებთან ბრძოლის შემდეგ, შინ მობრუნებულ ხონგორისთვის ბეჭში ბაგრჭობილი ისრის ამოღება მხოლოდ იმ ქალს შეეძლო, ვისაც ქმრისთვის არასოდეს ეღალატა; ჯანჰარ-ხანმა ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭულში მაცნეები დაგზავნა, მაგრამ ასეთ ქალს ვერსად მიაგნენს; მაშინ ჰერელ-ხათანმა თქვა: „მე ყოველთვის ქმრის ერთგული ვიყავი, მაგრამ ერთხელ სამეფოში ხმა გავრცელდა, მოდის ლამაზი მინგიანი; მე სასწრაფოდ წამოვხტი და, როცა მას შევხედე, რვა ღილი თავისით შემეხსნა. მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, შევეცდები, განვიწმინდო...“ წაიკითხა ლოცვა, ღვიას წაუკიდა, დააწვინა ხონგორი, კბილები ისრის თავს მოსდო და ამოიღო; მოამზადა სამკურნალო წამალი და ხონგორი განკურნა.


ლიტერატურა

Басангова Т. Г. Сарт-калмыцкая версия «Джангара» (текст, основные мотивы) // Электронный информационный журнал Эновые исследования Тувы». № 4, 2011.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები