ჰოუტონის ბიბლიოთეკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰოუტონის ბიბლიოთეკა – ჰოუტონის ბიბლიოთეკა წარმოადგენს ჰარვარდის კოლეჯის ბიბლიოთეკის ძველნაბეჭდ წიგნთა და ხელნაწერთა უმთავრეს საცავს, რომელიც 1938 წელს ჰარვარდის კოლეჯის ბიბლიოთეკარისა და ჰარვარდის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორ კეის დევიტ მედკალფის წინადადებით ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საცავი. მისი შენობის მშენებლობა დასრულდა 1942 წელს, ძირითადი ფინანსური უზრუნველყოფა ეკუთვნოდა არტურ ჰოუტონ უმცროსს, რომლის სახელსაც ამჟამად ატარებს ბიბლიოთეკა.

ბიბლიოთეკის მდიდარი კოლექცია განაწილებულია ხუთ საკურატორო განყოფილებაში. ძველნაბეჭდ წიგნთა და ხელნაწერთა განყოფილება აერთიანებს შუა საუკენეებისა და რენესანსის ეპოქის ხელნაწერი წიგნებისა და 2500 ინკუნაბულის კოლექციას. ხელნაწერთა კოლექციაში წარმოდეგნილია როგორც უძველესი პაპირუსები, ასევე შუა საუკუნეების ლათინური, ბერძნული, არაბული, ინდური, სირიული, სლავური და ევროპის უმთავრეს ენებზე შექმნილი ხელნაწერები, რომელთა ქრონოლოგიური ზღვრებიც ძვ. წ. 3000-ახ.წ. 1600 წ-მდე პერიოდს მოიცავს. ამ კოლექციაში 1940 წლიდან საფონდო ნომრით MS.Georgian1 დაცულია შუა საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ილუსტრირებული ქართული ხელნაწერი წიგნი ბერთის ოთხთავი.

სისლე აგრეთვე

ჰოუტონის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები

წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები