ჰოპლიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰოპლიტი - (ბერძნული - hoplitai), მძიმედ შეიარაღებული ქვეითი მეომარი ძველ საბერძნეთში შეიარაღებული იყო გრძელი შუბითა და მოკლე მახვილით. დამცავი აღჭურვილობა შედგებოდა ფარის, მუზარადის, მოკლე ჯავშნისა და საჩერნეებისაგან.
ჰოპლიტები იბრძოდნენ მჭიდრო ხაზოვანი წყობით (ფალანგი). ჰოპლიტები ბერძნული ქალაქ -სახელმწიფოების მილიციის მთავარ ძალას წარმოადგენდნენ.