ჰიატუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიატუსი – (ლათ. haiatus – ნაპრალი. პირის გაღება) ღიაობა, ორი ან მეტი ხმოვნის უშუალო მეზობლობა, როდესაც მოლაპარაკე იძულებულია ამ ხმოვანთა არტიკულაციებს შორის შეინარჩუნოს ჰაერის თავისუფალი გასასვლელი. განასხვავებენ ორი სახის ჰიატუსს – შინაგანსა და გარეგანს. შინაგანი ჰიატუსი ერთი სიტყვის შიგნითაა, მაგ., თეატრი, დაუხატა და ა. შ. გარეგანი ჰიატუსი ორი სიტყვის საზღვარზე გვხვდება, როცა წინა სიტყვა მთავრდება ხმოვანზე და მომდევნო სიტყვა იწყება ხმოვნით, მაგ., ჩიორა აჭიკჭიკდა, წიგნი უყიდა. ზოგ ენაში დასტურდება ჰიატუსის თავიდან აცილების სხვადასხვა გზა.

ნ. კიზირია


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები