ჰეჯირება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰეჯირება - (hedging) - ბირჟის ერთ-ერთი ფუნქცია, რომელიც გულისხმობს ფასების შესაძლებელ არახელსაყრელ მერყეობასთან დაკავშირებული რისკის დაზღვევას; მყიდველის ან გამყიდველის ქცევა მომავალში ფასების ზრდისგან თავისი შემოსავლის დაცვის მიზნით. მაგ., თუ არსებობს გაურკვევლობა მომავალში მწარმოებლისთვის საჭირო სანედლეულე საქონელზე ფასების შესახებ, მაშინ იგი ყიდულობს ფორვარდულ კონტრაქტს, რომელიც წარმოადგენს გარიგებას დათქმულ ფასში საქონლის ან ფასიანი ქაღალდების მომავალში განსაზღვრულ დროში ყიდვა-გაყიდვის შესახებ. ჰეჯირება ფართოდაა გავრცელებული ვალუტის ბაზარზე, სადაც იგი გამოიყენება ვალუტის კურსების მერყეობისგან დაზღვევის მიზნით.




წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები