ბირჟა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბირჟა - (stock exchange, <ლათ. bursa საფულე), რეგულარულად ფუნქციონირებადი ორგანიზებული საბითუმო ბაზარი, სადაც მასობრივი წარმოების, დიდი პარტიების სტანდარტული და ერთგვაროვანი საქონლის ან ფასიანი ქაღალდების, ან კიდევ, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის გარიგებები იდება. საჯარო ვაჭრობით ბირჟა ხელს უწყობს საბაზრო ფასების ჩამოყალიბებას. როგორც წესი, ბირჟას ჰყავს წევრთა ფიქსირებული შემადგენლობა და ეყრდნობა ვაჭრობის მკაცრ წესებს. ბირჟაზე წარმოდგენილი სახეობების მიხედვით ერთმანეთისაგან განსხვავდება საქონლის, საფონდო, ვალუტისა და შრომის ბირჟები.




წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები