ჰერცოგი ვერნერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვერნერ ჰერცოგი

ვერნერ ჰერცოგი – (დაიბადა 1942 წელს მიუნჰენში, გერმანია) – გერმანელი რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, რომელმაც გადაიღო ორმოცზე მეტი ფილმი (უმეტესად დოკუმენტური), დადგა მრავალი ოპერა, გამოაქვეყნა ათეულობით წიგნი. ზოგიერთი კინოკრიტიკოსი პირობითად მას ახალი გერმანული კინოს მიმართულებას მიაკუთვნებს.

მიუნჰენის უნივერსიტეტში სწავლობდა ისტორიას, ლიტერატურას, თეატრს.

ჰერცოგი ცნობილია არა მარტო როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმოუდგენელი ამბების შემქმნელი კინემატოგრაფის ისტორიაში, არამედ იმითაც, რომ მუდმივად აიძულებს საკუთარ თავსაც და გადამღებ ჯგუფსაც, გადადგან აბსურდული, უპრეცედენტო ნაბიჯები, რომ მიაღწიოს საძიებელ კინემატოგრაფულ ეფექტს.

ჰერცოგის ფილმებში დიდი ადგილი უკავია იმპროვიზაციას.

მის ფილმებში სამი ძირითადი თემაა გაშუქებული:

  • აბორიგენები, მკვიდრი მოსახლეობა, რომელსაც ცივილიზაცია ჯერ არ შეხებია.
  • უგუნური იდეებით შეპყრობილი ქარიზმული პიროვნებები.
  • საზოგადოების მიერ გარიყული ადამიანები, სალოსები, არანორმალურები.

ფილმოგრაფია:

  • 1968 – „სიცოცხლის ნიშნები“
  • 1970 – „ქონდრისკაცებიც მცირეოდენით იწყებდნენ“
  • 1972 – „ფატა-მორგანა“
  • 1972 - „აგირე, ღვთის რისხვა“
  • 1974 – „ყველა თავისთვის, ღმერთი კი ყველას წინააღმდეგ“ („კასპარ ჰაუზერი“)
  • 1977 – „სტროშეკი“
  • 1979 – „ნოსფერატუ - ღამის მოჩვენება“
  • 1979 – „ვოიცეკი“
  • 1982 – „ფიცკარალდო“
  • 1984 – „იქ, სადაც ოცნებობენ მწვანე ჭიანჭველები“
  • 1995 – „სიკვდილი ხუთ ხმაზე“ (დოკუმენტური)
  • 1997 – „პატარა დიტერს სჭირდება ფრენა“ (დოკუმენტური)
  • 2005 – „მიუწვდომელი ლურჯი სიმაღლე“
  • 2007 – „მხსნელი გარიჟრაჟი“
  • 2007 – „შეხვედრები ქვეყნიერების დასალიერს“ (დოკუმენტური)
  • 2009 – „ცუდი ლეიტენანტი“
  • 2009 – „ჩემო ბიჭუნა, ჩემო ბიჭუნა, ეს რა ჩაიდინე“
  • 2010 – „დავიწყებული სიზმრების მღვიმე“ (დოკუმენტური)
  • 2014 – „უდაბნოს დედოფალი“

და სხვა.

ჯილდოები:

  • 1968 – „სიცოცხლის ნიშნები“ (ვერცხლის დათვი – სპეციალური პრიზი ბერლინის კინოფესტივალზე)
  • 1975 – „ყველა თავისთვის, ღმერთი კი ყველას წინააღმდეგ“ (კანის სკფ. ჟიურის დიდი პრიზი, ფიპრესის პრიზი, ეკუმენური ჟიურის პრიზი)
  • 1982 – „ფიცკარალდო“ (სან-სებასტიანის სკფ. საერთაშორისო კათოლიკური ორგანიზაციის (OჩIჩ) პრიზი; კანის სკფ. საუკეთესო რეჟისორი)
  • 2005 – „ადამიანი-გრიზლი“ (სანდენსის სკფ. ალფრედ სლოუნის პრიზი)
  • 2005 – „მიუწვდომელი ლურჯი სიმაღლე“ (ვენეციის სკფ. ფიპრესის პრიზი პარალელურ სექციებში)
  • 2009 – „ცუდი ლეიტენანტი“ (ვენეციის სკფ. ქრისტოფერ სმიტერსის სპეციალური ჯილდო).


წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები