ჰერათის კონფლიქტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰერათის კონფლიქტები

სარჩევი

1837-42 კონფლიქტი

XVII-XVIII სს-ში ჰერასი შედიოდა ირანის შემადგენლობაში. მაგრამ შემდეგ გამოყო დამოუკიდებელ ოლქად, 1837 წლის ოქტომბერში ირანის შაჰმა მოჰამედმა ალყა შემოარტყა ჰერათის ციხეს, რომელსაც დიდი სტრატეგიულის მნიშვნელობა ჰქონდა. 1838 ინგლისმა გაწყვიტა დაპლომატიურის ურთიერთობა ირანთან და მისმა საზღვაო დესანტმა სპარსეთის ყურეში დაიკავა კუნძული სარგი. 1834 წლის აგვისტოში შაჰმა შეწყვიტა ჰერათის ალყა და 1839 ლონდონში მოლაპარაკებებზე მიიღო ინგლისის მოთხოვნა, გაეყვანა ჯარები ავღანეთის სხვადასხვა პუნქტებიდან. ამასთან, ირანმა ინგლისთან დადო სავაჭრო ხელშეკრულება, რომლითაც უკანასკნელმა მიიღო მთელი რიგი პრივილეგიები. 1641 ორ ქვეყანას შორის აღდგა დიპლომატიური ურთიერთობა და 1642 ინგლისმა ირანს დაუბრუნა კუნძული.

1851-63 კონფლიქტი

1851 ჰერათის გამგებლის იარ მოჰამედ-ხანის გარდაცვალების შემდეგ პროვინციაში დაიწყო შიდა ბრძოლები, რომელშიც ჩაერიენ მეზობელი ყანდაარის მმართველი ავღანეთის ამირა, ირანის შაჰი და ინგლისი. ინგლისმა მიაღწია იმას, რომ ირანმა იკისრა, არ ჩარეულიყო ჰერათის საქმეებში, 14.XI.1855 იმის გამო, რომ ყანდაარი შევიდა ავღანეთის შემადგენლობაში. დეკემბრის თვეში ირანის ჯარმა დაძრა ჯარები ჰერათისაკენ. ამან მისცა ინგლისს საბაბი, 1856-57 დაეწყო ირანთან ომი. ის დასრულდა ინგლის-ირანის 1857 ხელშეკრულების ხელმოწერით. ინგლისი, რომელსაც არ სურდა ირანის გაძლიერება, დათანხმდა, რომ ჰერათი შეერთებოდა ავღანეთის (28.V.1863).



იხილე აგრეთვე

ინგლის-ირანის ხელშყკრელებები და შეთანსმებები

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები