ჰემაფიზალის
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰემაფიზალის – (Haemaphysalis; ბერძნ. haima სისხლი + physalis ბუშტი), ტკიპების გვარი; მიეკუთვნება Ixodidae-ს ოჯახს, Parasitiformes-ის რაზმს, Arachnoidea-ს კლასს. უპირატესად გავრცელებულია სამხრეთის ქვეყნებში. განვითარება – სამმასპინძლიანი ტიპის მიხედვით.
Haemaphysalis punctata (ლათ. punctatus პუნქტირებული) და H.japonica (ლათ. იაპონური) – Theileria sergenti-ს გადამტანები;
H.otophila (ბერძნ. otos ყური + philos მოყვარული, მეგობარი) – Anaplasma ovis-ისა და Piroplasma ovis-ის გადამტანი. გარდა აღნიშნულისა, ცნობილია ჰემაფიზალისის გვარის კიდევ 10 სახეობა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რიგი ინფექციური და ინვაზიური დაავადებების აღმძვრელების გადამტანები არიან.