ჰაჯიევი ჰაჯან გულე-ოღლუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰაჯან გულე-ოღლუ ჰაჯიევი – (დ. 1946), აზერბაიჯანელი დიპლომატი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, 1964-1969.

განათლება მიიღო აზერბაიჯანის ნავთობისა და ქიმიის სახელმწიფო ინსტიტუტში, ნავთობისა და გაზის მადნის დამუშავება – გამოყენების სპეციალობით.
1964-71 მუშაობდა ოპერატორად, მექანიკოსად, შემდეგ კი დარგის გამგედ ბაქოს გარადადის რაიონის „გარადადნავთობის ნავთობის და გაზის ამოღების დაწესებულებაში.
1971-79 იყო უფროსი ინჟინერი აზერბაიჯანის ნავთობის და საპროექტო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.
1979-93 მუშაობდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის და ქიმიის ინსტიტუტში უფროსი ინჟინრის, ლაბორატორიის გამგის, დოცენტის თანამდებობაზე.
1982 მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება,
1993-96 – წამყვანი ინჟინერი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანიაში.
1996 დაინიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები