ჰამაილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰამაილი − მუშამბაში გახვეული, სამკუთხა ფორმის შელოცვის ტექსტი, რომელსაც მორწმუნენი ტანისამოსზე მიბმულს ატარებდნენ, უმთავრესად, ყელზე იკიდებდნენ. სიტყვა არაბული წარმომავლობისაა. ჰამაილი ზოგჯერ პატარა ზომის ოთხკუთხედად შეკერილი ქსოვილი ანდა ტყავი იყო. მასში „ხოჯის” მიერ დაწერილი ქაღალდი თავსდებოდა. ქაღალდი გრძელი უნდა ყოფილიყო და ქამარივით იხსნებოდა. იგი ავადმყოფობისაგან, ავი თვალისაგან, ავი სულისაგან და უჟმურისაგან თავდაცვის საშუალებას და ერთგვარ ავგაროზს, ამულეტს წარმოადგენდა. მას უმეტესად ბავშვებს უკეთებდნენ, რათა მათთვის ბოროტი თვალი აეცილებინათ, ასევე, ჰამაილს აკვანზეც ჩამოკიდებდნენ, უფრო ჩვილს ფეხის მხარეს უკიდებდნენ – „თვალი არ მოხვდესო”.

ჰამაილი ასევე სამკუთხა ანდა ოთხკუთხა წითელი ფერის ფარჩის ქსოვილისაგან მზადდებოდა და სხვადასხვა ფერის, უმეტესად, ოქროსფერი ძაფებითა და მძივებით იმკობოდა. ჰამაილმა ავი თვალისაგან ბავშვების დაცვის ფუნქცია დღესაც შეინარჩუნა. საერთოდ, თვალის საწინააღმდეგო მოქმედებებს, ჰამაილის გარდა, ლოცვისა თუ სხვა სახით მკითხავები მიმართავდნენ.


ლიტერატურა

  • ნიჟარაძე, 1971:448;
  • სამსონია, 2005;
  • მგელაძე, 2018.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები