გუარნერი ჯუზეპე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჯუზეპე გუარნერი-დან)
გუარნერი ჯუზეპე - Guarneri (21. VIII. 1698, კრემონა, – 7. X. 1744, იქვე), ანდრეა გუარნერის შვილიშვილი, დელ-ჯეზუდ წოდებული, ა. სტრადივარიუსთან ერთად ვიოლინოს იტალიელ ოსტატთა უდიდესი წარმომადგენელი შექმნა თავისი საკუთარი, ახალი ტიპის ვიოლინო, რომელიც ძლიერი და სავსე ტონით, ნაირფეროვანი და გამომსახველი ტემბრით გამოირჩევა.