ჯიქია ბონდო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბონდო ჯიქია – დაიბადა 1938 წლის 5 დეკემბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭაქვინჯში.
განათლება
საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი (1961).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა პარტიულ-სამეურნეო საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91): საქართველოს კომუნისტური პარტიისაგან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
- სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე (1992).
- საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში (1993-2003).
სახელმწიფო ჯილდოები
ვახტანგ გორგასლის და ღირსების ორდენების კავალერი.
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1990-1991 წლების საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- საქართველოს კომუნისტური პარტიის წევრები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- ვახტან გორგასლის სახელობის ორდენის კავალრები
- ჯიქიები