ჯაყელი მანუჩარ II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მანუჩარ II ჯაყელი – სამცხის ათაბაგი 1581-1614, ქაიხოსრო II -ის ძე. მისი მცირეწლოვნების დროს სამთავროს განაგებდა დედამისი დედისიმედი. მანუჩარ II ჯაყელი ოსმალებმა გაამაჰმადიანეს, მუსტაფა უწოდეს და ახალციხის საფაშო უბოძეს. ოსმალებმა მას დაავალეს სიმონ I-ის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ მანუჩარ II ჯაყელი სიმონის, მხარეზე გადავიდა და მასთან ერთად ებრძოდა ოსმალებს. სულთნის ხელისუფლებამ მანუჩარ II-ის დასჯა გადაწყვიტა, მაგრამ მან თავი დააღწია მტერს და აჯანყება დაიწყო. 1581 მანუჩარ II -მ უარყო მაჰმადიანობა, ცოლად სიმონ I -ის ქალიშვილი ელენე შეირთო და ათაბაგი გახდა. ოსმალებმა ჩილდირის ბეგლარბეგად იუსუფ-ფაშა დასვეს და აჯანყების ჩაქრობა დაავალეს, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო. ოსმალები კომპრომისზე წავიდნენ - 1583 წელს ბეგლარბეგად მანუჩარ II აღადგინეს. იგი სულთნისაგან ქრისტიანობის შენარჩუნებით ათაბაგობის აღდგენას მოითხოვდა. ოსმალებს მესხეთის ინკორპორაცია ჰქონდათ გადაწყვეტილი და 1587 წელს მანუჩარ II-ის წინააღმდეგ ჯარი გაგზავნეს. მანუჩარ II ირანის ორიენტაციის გზას დაადგა და თვითონაც ირანში გადავიდა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები