ჯაფარიძე გოჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გოჩა ჯაფარიძე

გოჩა ჯაფარიძე (1942-2020) − (Gocha Japaridze) 2007-2008 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითში – აკრედიტებული საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოში, ომანის სასულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში; 2009-2010 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში

დაიბადა: 10 ივლისი, 1942 წელი, ქ თბილისი, საქართველო.

განათლება: 1964 − დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი; ისტორიკოსი − აღმოსავლეთმცოდნე.

სამუშაო გამოცდილება:
1968-დან − იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი;
1979-1983 − დამასკოში (სირიის არაბთა რესპუბლიკა) სსრკ კულტურის ცენტრის დირექტორი;
1991-1998 − თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის პრორექტორი;
1994 − ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი;
1995-1998 − 2004-2007 − იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს გიორგი წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, მახლობელი აღმოსავლეთის ახალი და უახლესი და შუა საუკუნეების ისტორიის განყოფილებების გამგე;
1998-2004 − საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში;
2005-2007 − თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და ჰუმანიტარული ფაკულტეტების დეკანი, სრული პროფესორი;
2007-დან − თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივვერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის და აღმოსავლეთის ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი.

გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი: მონოგრაფიები და სტატიები აკადემიურ გამოცემებში − ქართულ, არაბულ და სხვა უცხო ენებზე.

ფლობდა: ინგლისურ, რუსულ და არაბულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები: ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები