ჯარების მომზადება (საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯარების მომზადება (საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად) - იმ ღონისძიებების კომპლექსი, რომლებიც უზრუნველყოფენ ჯარების (ძალების) დროულ მზადყოფნას საბრძოლო მოქმედებებისათვის.
გულისხმობს:
- შენაერთების (ნაწილების, ქვედანაყოფების),ხომალდების დამატებით დაკომპლექტებას პირადი შემადგენლობით, იარაღითა და სამხედრო ტექნიკით;
- მატერიალური საშუალებების მარაგის შევსებას ჯარებში (ძალებში) დადგენილ ნორმებამდე;
- იარაღის და სამხედრო ტექნიკის მომზადებას ბრძოლაში გამოსაყენებლად;
- საბრძოლო მანქანების გამავლობის ამაღლებას;
- მეცადინეობის (სწავლების) ჩატარებას იმ ამოცანების შესრულებით, რომლებიც უნდა გადაწყვიტონ მომავალი საბრძოლო მოქმედებების დროს;
- საბრძოლო ამოცანების დაყვანას პირადი შემადგენლობამდე.