ჯანჯღავა გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ჯანჯღავა

გიორგი ჯანჯღავა − (George Janjgava) 2006-2009 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტის არაბთარესპუბლიკაში – აკრედიტებული სირიის არაბთა რესპუბლიკაში; 2009-2013 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირანის ისლამურრესპუბლიკაში – აკრედიტებული პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში; 2014-2018 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში – აკრედიტებული ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოში და იემენის რესპუბლიკაში; 2018-დან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში – აკრედიტებული ალბანეთის რესპუბლიკაში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, სუდანის რესპუბლიკასა და მავრიტანიის ისლამურ რესპუბლიკაში

დაიბადა: 24 ივლისი, 1965 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება: 1988 − დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია გეოლოგიის ფაკულტეტი, ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობით; 1986-1987 − სწავლობდა კაიროს უნივერსიტეტში; 1990 − სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ლონდონის უნივერსიტეტში.

სამუშაო გამოცდილება:
1989-1992 − იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი;
1992-1993 − საქართველოს სახელმწიფო საბჭოს სახელმწიფო მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა დარგში;
1993-1994 − საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის დიპლომატიური პროტოკოლის სამსახურის უფროსი;
1994-2004 − საქართველოს გენერალური კონსული თურქეთში, (ქ. ტრაპიზონი);
2004-2005 − საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელი, ექსპერტი;
2013-2014 − წლები საქმეთა დროებითი რწმუნებული ირლანდიაში;
2018 − ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC) საქართველოს წარმომადგენელი.

2 წიგნის და 30-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომის ავტორი.

ფლობს: ინგლისურ, რუსულ, თურქულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები: წმ. მარკოზ მახარებლის ორდენის კავალერი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები